View Our Website View All Jobs

მთავარი ელექტრიკოსი

საერთაშორისო კომპანია Bitfury აცხადებს ვაკანსიას მთავარი ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • 6, 10, 35 კილოვატიანი გამანაწილებელი მოწყობილობების რემონტისა და მონტაჟის ზედამხედველობა და კონტროლი.  
  • 0,4 კვ-დან 400 ამპერზე მაღალი, ელექტრული დენის მოწყობილობებითან მუშაობა.
  • ზედამხედველობა და კონტროლი ისეთი სამუშაოების, როგორიცაა: საშუალო და მაღალი ძაბვის  კაბელების გაყვანა, როგორც შიდა ასევე დატა ცენტრის გარე პერიმეტრზე.  ძალოვანი ტრანსფორმატორების სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოები.
  • საავარიო შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, დაზიანების სალიკვიდაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება და ზედამხევდველობა.
  • სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა ელექტრო სისტემების და ელექტრო მოწყობილობების გამართულად მუშაობისთვის.
  • პროცესის მუდმივ მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
  • გრძელვადიანი განვითარების გეგმების მომზადება დატა ცენტრის გამართულად მუშაობისთვის.
  • ისეთი ამოცანების დასახვა, რაც დაკავშირებულია  საექსპლუატაციო ხასიათის სამუშაოებთან, ელექტრო ინფრასტრუქტურის სერვისულ მომსახურებასთან  და  დატა ცენტრის ავტომატური მართვის სისტემებთან.
  • დატა ცენტრის პერიმეტრზე არსებული  ელექტრო აღჭურვილობების, მოწყობილობების მიმდინარე მდგომარეობების შესახებ კონსულტაციის გაწევა და  ინფორმაციის მიწოდება დატა ცენტრის პერსონალისათვის.
  • კონსულტაციის გაწევა   სათადარიგო ნაწილების ბაზის ჩამოყალიბების მიმართულებით, ასევე გეგმიური შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკების შექმნაში.
  • მოწყობილობების შერჩევა საექსპლუატაციო ხასიათის შესაბამისად.
  • სათადარიგო ნაწილების საწყობის ფორმირება და კონტროლი.
  • სათადარიგო ნაწილებით დატა ცენტრის მომარაგების გეგმის შესრულების კონტროლი,
  • საბოლოო სპეციფიკაციების კონტროლი.
  • რეპორტინგი, ავარიული სიტუაციების აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მითხოვნები:

  • დარგში ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. უცილებელია V კატეგორიის თანრიგი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კოლეგიალურობა
  • ახალი ცოდნის სწრაფად ათვისებისა და გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი: 13.08.2017-მდე.

კომპანიის შესაღებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bitfury.com/

Read More

Apply for this position

Required*
Apply with Indeed
Attach resume as .pdf, .doc, or .docx (limit 2MB) or Paste resume

Paste your resume here or Attach resume file

150